„წარმოება უნდა აღდგეს საქართველოში ჩვენ მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ტექნოლოგიებს უნდა დავეუფლოთ“ - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა
ქუთაისში, „ქართული ოცნების“ აქციის დროს განაცხადა.
„ჩვენ მოვინდომებთ და შევძლებთ ამას. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობა თანმიმდევრულად გააზრებული პოლიტიკით, კარგად გათვლილი რეფორმებით მკვეთრად შეიცვალოს უკეთესობისაკენ“-განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ შეძლებს ქვეყანაში თავისუფალი ბიზნესგარემოს შექმნას.
„ჩვენ შევძლებთ, რომ ქვეყანაში იყოს თავისუფალი გარემო, ხელს შევუწყობთ მეწარმეობის განვითარებას, შევქმნით საკუთრების ხელშეუხებლობას, ასევე დასაქმებას და სოციალური დაცვის გარანტიებს, საბოლოოდ მოვსპობთ ელიტარულ კორუფციას და დავძლევთ უმუშევრობას“-განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერმა.
ივანიშვილის განმარტებით ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება თავისი შესაფერის სამსახურში იმუშავოს. ივანიშვილი მოსახლეობას კომუნალური გადასახადების შემცირებასაც დაჰპირდა და განაცხადა, რომ პენსია საარსებო მინიმუმზე არანაკლები იქნება და საარსებო მინიმუმიც გადაიხედება , შეიცვლება და რეალურ ციფრს მიუახლოვდება.
ქართული ოცნების ლიდერმა აქციაზე ახალგაზრდების დასაქმების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ „ქართული ოცნებას“ შეუძლია მათ ახალგაზრდებისთვის დასაქმების რეალური პერსპექტივის შეთავაზება .
„ჩვენი ახალგაზრდები შეძლებენ სამშობლოში რეალიზებას ჩვენ ვიზრუნებთ მათ დასაქმებაზე და მათ არ დასჭირდებათ ამისათვის ხელისუფლების სამსახურში ყოფნა“-განაცხადა აქციაზე „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.

















