logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ბიძინა ივანიშვილი - არ დავუშვებთ, რომ კანონიერი ქურდი ქურდად მომჯდარმა ხელისუფალმა ჩაანაცვლოს
ბიძინა ივანიშვილი - არ დავუშვებთ, რომ კანონიერი ქურდი ქურდად მომჯდარმა ხელისუფალმა ჩაანაცვლოს
18:49 10.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქუთაისში, აქციაზე შეკრებილ ხალხს სასამართლოს სფეროში რეფორმების განხორციელებას დაჰპირდა.
მისი თქმით, ქუთაისი ის ქალაქია, სადაც ხალხმა საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ რას ნიშნავს კრიმინალური კლანებისა და კანონიერი ქურდების მიერ დამყარებული წესრიგი, თუმცა მისივე განცხადებით, ეს დრო არც ქუთაისში და არც საქართველოში არასდროს დაბრუნდება.
„ჩვენ არც იმას დავუშვებთ, რომ კანონიერი ქურდი ქურდად მომჯდარმა ხელისუფალმა ჩაანაცვლოს. კრიმინალების მძლავრობის დროს პატიოსან მოქალაქეს იმის იმედი მაინც რჩება, რომ სახელმწიფო ადრე თუ გვიან მოძლიერდება და აღკვეთავს უკანონობას, მაგრამ როდესაც თავად სახელმწიფო იქცევა როგორც ავაზაკთა ბანდა, ეს გაცილებით საშიში და დამანგრეველია ქვეყნისათვის“-განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ხალხს ყველაზე მეტად უსამართლობა აწუხებს, რადგან ხელისუფლების ნაქები სასამართლო რეფორმა მთლიანად ჩავარდნილია.
ივანიშვილის შეფასებით, პრეზიდენტის ხელში მორჩილი სასამართლო ხალხის დაშინების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია.
მისივე თქმით, ასე სამართლებრივი სახელმწიფო ვერ აშენდება. კოალიცია ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან კი სასამართლოს ყოველგვარი წნეხისაგან გაათავისუფლებს.

როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერმა განაცხადა, ამას ბიუჯეტიდან ფული და ინვესტიციები არ სჭირდება, მისივე განმარტებით, საჭიროა პოლიტიკური ნება, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას არ აქვს.
„ჩვენ ასევე გავათავისუფლებთ პოლიციას პოლიტიკური დაკვეთებისაგან. იგი შეასრულებს თავის პირდაპირ დანიშნულებას. ის იქნება არა ხელისუფლების, არამედ ხალხისა და სახელმწიფოს სამსახურში. ამას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა და ბიუჯეტი, ეს ჩვენი პოლიტიკური ნებაა და ჩვენ ამას გავაკეთებთ“- აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ როცა კოალიცია ხელისუფლებაში მოვა, წესრიგს დაამყარებს.
ივანიშვილის განმარტებით, ეს იქნება დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დამყარებული წესრიგი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა