კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში გამართულ აქციაზე, იმერეთის რეგიონში
რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა.
კერძოდ, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში გუბაზ სანიკიძე, სამტრედიაში - ფეხბურთელი კახი კალაძე, ბაღდათში - ადვოკატი არჩილ კბილაშვილი, ზესტაფონში - მსახიობი, რეჟისორი გოგი ქავთარაძე, ტყიბულში - ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, ხოლო ხარაგაულში - ნოდარ ებანოიძე იქნება.

















