ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში ბოლო დროის მაგალითმა მოიყვანა, რადგან მიიჩნევს, რომ საქართველოში დღეს პოლიტიკა
ერთი საღ აზრს მოკლებული კაცის ხელშია.
„ყოველთვის ვფიქრობდი რომ ადამიანისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკა და ბიზნესი იყო. მაგრამ ბოლო დროის გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკა ერთი საღ აზრს მოკლებული კაცის ხელშია, ვერც ეკონომიკა და ბიზნესი განვითარდება და ვერც ქვეყანა შეიცვლება უკეთესობისაკენ. სწორედ ამან გადამაწყვეტინა პოლიტიკაში მოსვლა“-განაცხადა ივანიშვილმა ქუთაისში მიმდინარე აქციაზე.
მისივე თქმით, ხალხი მიაჩვიეს იმ აზრს, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და რომ პოლიტიკა უპრინციპო გარიგების ასპარეზია.
„უნდა ითქვას, რომ ამ აზრის დამკვიდრებაში თავად პოლიტიკოსებს დიდი წვლილი მიუძღვით,მაგრამ მე მჯერა, რომ არსებობს პრინციპული და ღირსეული პოლიტიკა, გააზრებული პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც წესიერი ადამიანები ქმნიან“-განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით „ქართული ოცნება“ საქართველოში ასეთ პოლიტიკას დაამკვიდრებს.

















