ამ წუთებში აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა.
კოალიციის მხარდამჭერები ბიძინა ივანიშვილს ტაშით შეეგებნენ.
ივანიშვილი ტრიბუნისკენ მიემართება, საიდანაც ის რამდენიმე წუთში ხალხს სიტყვით მიმართავს.

















