ქუთაისში ე.წ. ასსაფეხურიან კიბეებთან კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია იწყება. კოალიციის მხარდამჭერთა რაოდენობა ამ დროისთვის რამდენიმე ათასს შეადგენს. ლიდერების თქმით, ისინი
რაიონებიდან კიდევ რამდენიმე ასეულ მანქანას ელოდებიან.
ჯერჯერობით, უცნობია რომელი მიმართულებიდან შეუერთდება აქციას კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.
ბალახვანთან მისასვლელი ყველა გზა საავტომობილო ტრანსპორტისთვის გადაკეტილია.

















