ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია ხვალ სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოში
აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
შეხვედრის მთავარი თემა კომისიის შექმნის საკითხი, მისი უფლებამოსილება და მიზნები იქნება. ასევე, განიხილება კომისიის საქმიანობა მისი შექმნიდან დღემდე.
როგორც „ნიუსპრესს“ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიიდან აცნობეს, კომისიის თავმჯდომარე სტუმრებს სამომავლო საქმიანობის იმ გეგმებს გააცნობს, რისი განხორციელებაც კომისიის უფლებამოსილების ამოწურვამდე იგეგმება.

















