საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განახლებული დავით აღმაშენებლის გამზირი დაათვალიერა. იგი მარჯანიშვილის ქუჩაზე დასრულებულ
სარეაბილიტაციო სამუშაოებს და მომავალში განსახორციელებელ პროქტებს გაეცნო.
„რეაბილიტაცია საცხოვრებელი ბინების ფასს რამდენჯერმე ზრდის, დაახლოებით 30-დან 60%-მდე. გარდა იმისა, რომ უკეთეს გარემოში იზრდებიან მათი შვილები, ეს არის მეტი შესაძლებლობა ამ ხალხისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ თბილის წინ მიიწევს და იგი არის აღმშენებლობის ცენტრი საქართველოში“- განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ თბილისში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი.
რეაბილიტაციის პროცესი აღმაშენებლის გამზირზე დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.

















