„ქართული ოცნების“ დღევანდელ აქციას ხონიდან 1000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განუცახდა.
მისი თქმით, კოლონა უკვა მზად არის დაიძრას ქუთაისისკენ.
„ათასი კაცი ხონისთვის საკმაოდ დიდი რაოდენობაა. კოლონის დაძვრამდე, წინასწარ გაგზავნილი გვყავს მობილური ჯგუფები, რათა გზებზე გადაადგილებისას შეფერხებები გამოვრიცხოთ“ - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
დეპუტატის თქმით, ხონში იმყოფებიან აშშ სადამკვირვებლო ორგანიზაციის - „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ წარმომადგენლები.

















