“ქართული ოცნების” მხარდამჭერების მობილიზება იმერეთის რეგიონში ამ დროისთვის უპრობლემოდ მიმდინარეობს. როგორც „ნიუსპრესს“
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურში განუცხადეს, კოლონების გადაადგილებასთან დაკავშირებით ხელისშემშლელი ფაქტების შესახებ მათთვის ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.
კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და აქტივისტები ქუთაისში ამ წუთებში იკრიბებიან, მათი ნაწილი კი ჯერ კიდევ გზაშია.
კოალიციის აქცია ქუთაისში აღმაშენებლის ძეგლთან, „ბალახვანის“ მოედანზე დღეს, 18.00 საათზე გაიმართება.

















