ჭიათურიდან ქუთაისისკენ მიმავალი ახალგაზრდების კოლონა ნახევარ საათში ქუთაისში ბალახვანის მოედანზე იქნება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ ერთ
ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა. მისივე თქმით, მეორე კოლონა საჩხერე-ჭიათურიდან 14:00 საათზე დაიძრება.
„მე ახალგაზრდებთან ერთად მოვდივარ, ჭიათურიდან ერთი ეტაპი დაიძრა , მეორე ნაწილი ხალხისა ორ საათზე წამოვა. ამ კოლონაში 1500-მდე ადამიანი იმყოფება. ჩვენ უკვე ქუთაისში ვართ, თუმცა აქციის ადგილზე ჯერ არ მივსულვართ,დაახლოებით ნახევარ საათში ბალახვანის მოედანზე ვიქნებით“- განაცხადა ტყემალაძემ.
კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია აღმაშენებლის ძეგლთან, ბალახვნის მოედანზე, ე.წ. 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს 18 საათზე ჩატარდება.

















