საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია მიიღო.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით თურქეთის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.
დელეგაციის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა გამოხატეს და აღნიშნეს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით თურქეთი საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს.
თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 11 ივნისს დასრულდება.

















