საინფორმაციო სააგანტო "ნიუსპრესის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 62,4 პროცენტი მიიჩნევს, რომ პარტია "განახლებული
საქართველოსთვის" მთავარი პოლიტიკური მრჩეველი მინდია გულუა ხელისუფლების თამაშს თამაშობს.კითხვაზე _ "ეთანხმებით თუ არა "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მინდია გულუა ხელისუფლების თამაშს თამაშობს," გამოკითხულთა 62,4 პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა, გამოკითხულთა 17,1 პროცენტს კი საწინააღმდეგო მოსაზრება გააჩნია.
ამასთან დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა 20,5 პროცენტს გაუჭირდა.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესის" შემდეგი კვირის გამოკითხვის თემა იქნება _ "დადგება თუ არა არჩევნებამდე ქუჩის საპროტესტო აქციების აუცილებლობის საკითხი?"

















