კოალიცია „ქართული ოცნების“ დღევანდელ აქციაზე, რომელიც ქუთაისში გაიმართება, სავარაუდოდ, კოალიციის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებენ.
აღნიშნულ ინფორმაციას კოალიციაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, ეს და სხვა დეტალები აქციის მიმდინარეობისას გახდება ცნობილი.
„ქართული ოცნება“ თბილისის შემდეგ აქციას ქუთაისში მართავს. კოალიციის ლიდერები იმედოვნებენ, რომ იგი ხალხმრავალი იქნება. აქცია 18:00 საათზე, აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბალახვანის 100 საფეხურიან კიბეებთან დაიწყება.

















