პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ დღეს ქუთაისში აქციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ ქუთაისის შტაბის უფროსმა ზაზა მეთაფლიშვილმა
განუცხადა, აქციისთვის ხალხის მობილიზება 15:00 საათიდან დაიწყება მხარდამჭერები იმერეთის თერთმეტივე რაიონიდან დაიძვრებიან.
„ტყიბული ყველაზე შორ მანძილზეა, ამიტომ მხარდამჭერებს 14-15:00 საათზე წამოვიყვანთ. ამას მოჰყვება საჩხერე, ჭიათურა და ასე შემდეგ. ხალხის მობილიზება ახლო რაიონებიდან, რა თქმა უნდა, უფრო გვიან მოხდება“ -აღნიშნა მეთაფლიშვილმა.
ამასთან, კოალიციის ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ აქცია, თბილისის მსგავსად, უპრეცედენტოდ ხალხმრავალი იქნება.
„ბიძინა ივანიშვილი მთელი იმერეთის მოსახლეობას შეხვდება. სააკაშვილს ჰგონია, რომ მას რეგიონების მხარდაჭერა აქვს, მაგრამ დღეს დავუმტკიცებთ, რომ ივანიშვილს მთელი საქართველო უჭერს მხარს. ძალიან ბევრ ადამიანს ველოდებით“- განაცხადა მან.
ძიძიგური აქციის დროს ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციებს არ გამორიცხავს, თუმცა, უცხოელი ჟურნალისტების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, მსგავს ქმედებებს არ ელის.
,,ქართული ოცნების“ აქცია ქუთაისში 18:00 საათზე, აღმაშენებლის ძეგლთან, ე. წ. ბალახვანის ასსაფეხურიან კიბეებთან გაიმართება.

















