საქართველოს დღეს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით, იტალიის სენატის ევროკავშირის პოლიტიკის კომისიის წევრების დელეგაცია ეწვევა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტისას დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან, სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში ეკატერინე ტყეშელაშვილთან, სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძესთან.
ასევე დელეგაცია შეხვდება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან დავით დარჩიაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თორნიკე გორდაძეს.
სტუმრები, შეხვდებიან ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებს.
დელეგაცია წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას მოინახულებს.

















