პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი „მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარეს გია გაჩეჩილაძეს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მხარეებმა კოალიციისა და „მწვანეთა პარტიის“ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრაზე ივანიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში, კოალიციამ „მწვანეთა პარტიის“ მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭიროს მხარი.

















