„ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატებში“ რეორგანიზაციის შედეგად, დევნილთა კომიტეტს სტრუქტურული დატვირთვა შეეცვალა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს, ახალი სტრუქტურული ერთეული კონფლიქტების დეპარტამენტის სახით ჩამოყალიბდა.
დეპარტამენტის მთავარი მიზანი აფხაზურ-ქართული და ქართულ-ოსური ახალგაზრდული ურთიერთობების დამყარება და განვითარება, საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე დევნილი ახალგაზრდობის პროფესიული განვითარებისთვის ხელშეწყობა, ერთობლივი საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და სხვა საკითხების განხილვაა.
„ვაპირებთ, ერთი ათად გავააქტიუროთ მუშაობა კონფლიქტების თემაზე და ვეცადოთ, რომ გავზარდოთ ჩვენი - ახალგაზრდების როლი კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით“ – განაცხადა „ახალგაზრდა ქრისტიან–დემოკრატების“ თავმჯდომარემ გიორგი პაპელიშვილმა
„ახალგაზრდა ქრისტიან–დემოკრატების“ განცხადებით, უახლოეს მომავალში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთ ღონისძიებებს გამართავენ.

















