logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი საქართველოს ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი საქართველოს ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს
19:02 08.06.2012
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი საქართველოს ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნისკენ მოუწოდებს.
შესაბამისი განცხადებით ფორუმის პირველი სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლებას უკვე მიმართეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„მართალია უკვე არსებობს იმის წინაპირობები, რომ მომავალი არჩევნები იქნება კონკურენტული, თუმცა, კიდევ რჩება გამოწვევები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების კუთხით“ - ნათქვამია დოკუმენტში.
განცხადებაში ასევე საუბარია ქართული სამოქალაქო საზოგადოების კამპანიაზე, სახელწოდებით „ეს შენ გეხება“, რომლის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობისა და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კამპანიის მიერ შემუშავებული ბევრი წინადადება ეროვნულ კანონმდებლობაში 2012 წლის მაისში შეტანილ ცვლილებებში უკვე აისახა.
ფორუმის მიერ შემუშავებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართულმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა პარლამენტს დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტიც წარუდგინეს, რომლის მიღების შემთხვევაში საქართველო დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გარანტი გახდება.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის პირველი სამუშაო ჯგუფის მონაწილეები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს პლურალისტული მედიის ხელმისაწვდომობა და თანაბარი სატელევიზიო ეთერი ყველა პოლიტიკური პარტიისათვის საარჩევნო პერიოდში, ასევე შექმნას ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის, დახვეწოს ხმების დათვლის პროცედურა არჩევნების დღეს და დაარეგულიროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა