logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ლელა ებრალიძე: „ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატურა ფოთელ ამომრჩეველს იმედს უკარგავს
ლელა ებრალიძე: „ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატურა ფოთელ ამომრჩეველს იმედს უკარგავს
10:41 26.07.2016
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლელა ებრალიძე ქალაქის პრობლემებისა და იქ არსებული ვითარების შესახებ წერილს აქვეყნებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„სამეგრელო ქართულ პოლიტიკურ არეალში ურთულესი რეგიონია და ხშირად ცენტრის პოლიტიკური აქცენტის განმსაზღვრელიც. რეგიონის სირთულის საფუძველი კი სწორედ იმაშია, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულმა ნომენკლატურულმა მაფიამ და მათმა მხარდაჭერილმა ბიზნესებმა ისწავლეს ცენტრთან ვაჭრობა. ამ "სარფიან" სავაჭრო ურთიერთობებში თუ ვინმეა უგულვებელყოფილ-დაზარალებული, ეს სწორედ სამეგრელოს მაცხოვრებელია.

ამომრჩეველს, ამ ჯერზე, ოლიგოკრტიისგან სამეგრელოს და საპორტო ქალაქის განთავისუფლების დიდი იმედი ჰქონდა. მე პრემიერის იმედი მქონდა, თუმცა უკვე მეეჭვება, კვირიკაშვილი ახერხებდეს დაუმახინჯებელი ინფორმაციების და მათ საფუძველზე სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. ფაქტი, რომ მას წინა პრემიერმა აჭრილი კარტები და მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა, დრო კი ცოტა ჰქონდა, მას შანსებს უტოვებს, მაგრამ საარჩევნოდ უკვე არსებულ სურათს ვერ ცვლის.

სამეგრელოს გუბერნატორი ლამის მთელი სადეპუტატო ამალით, ღარიბაშვილის კადრია და გარკვეული საფრთხეც, კვირიკაშვილის წარმატებისთვის. ასეა თუ ისე, ფაქტია, იმ 10 კაკალი სორბონელისა თუ ახალი სახისგან შექმნილ "ლოკომოტივს" უკან რეტროგრადთა და კორუმპირებულთა 90 % ჩაება.

კონკრეტულად ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატზე მოგახსენებთ, მისი საქმიანობის პერიოდში საპორტო ქალაქი ნაქალაქარს დაემსგავსა. ამომრჩეველი უიმედოდაა და პროცესის გაკეთილშობილების იმედს მას სწორედ „ოცნების“ დასახელებული კანდიდატურა უკარგავს.

ფოთის უუნარო მერი, კაკულია იქნებოდა მაჟორიტარი, თუ მის ზურგს ამოფარებული, იგივე კლანის წევრი და მირონ-ნათლიობით მასთან გადაჯაჭვული - სხვაობას ვერ ვხედავ.

ნუ ცდილობთ, შეცდომაში შეიყვანოთ ქართული საზოგადოება, ბიზნესმენობაზე აპელირებით.

ფოთელი ბიზნესმენების კლანი ევროპული მენეჯმენტით და კრეატიული იდეებით არ გამდიდრებულა. ჩვეულებრივი ბიუჯეტიჭამია და მაღალჩინოსნებთან კორუფციულ - კარტელური გარიგებებით ნაცხოვრები პერსონების თავყრილობაა. ბიზნესი, რომელიც ოცნების ფოთის მაჟორიტარობის ახალი კანდიდატის წარმატების საფუძველი გახდა, კახა თარგამაძისგან მომდინარეობს და ის თბილისის პირველი ავტომანქანების ბაზრობა გახლდათ ... კაკულიას და უკვე მაჟორიტარობის კანდიდატის წრე ისე აკონტროლებენ სამი ხელისუფლების პირობებში პოლიტიკურ პოცესებს, ვერავინ, მათ გარდა, ფეხზე ვერ დგება და არც ფოთს აქვს საშველი მათი მადებისგან. ფაქტი ხომ ჯიუტია, როცა სხვებს ნაციონალები ბიზნესებს ართმევდნენ და ანადგურებდნენ, მათი ბიზნესები ყვაოდა.

ისიც ფაქტია - 2012 წლამდე ისინი „ნაციონალების“ მხარეს იყვნენ. „ოცნების“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხახუბია, 2012 წელს „ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, სარიშვილის ქვისლი გახლავთ. რაშია საქმე, მაჟორიტარის მანდატი „წარმატებულთა ოჯახიდან" არ უნდა გავიდეს“ ?!...

ან რატომ ვერ ეტევა ეს ხალხი ბიზნესში?!. სწორედ იმიტომ, რომ ჯართის ბიზნესს გაუჭირდა, საბიზნესო ახალი თემები კი ისევ ბიუჯეტიდან და მთავრობის კონტროლით უნდა დაძრან.

ფოთმა კარგად იცის, ოცნების მიერ დასახელებული კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ქალაქი არა თუ თევზის სუნისაგან ვერ გათავისუფლდება, მომავალი 4 წელი, არამედ ვერც თევზის ბიზნესის მაფიას ეშველება, ვერც სატერმინალო არეულობებს და ვერც ჯართის ბიზნესი ჩაჯდება კანონიერ ჩარჩოებში. ფოთის ბიუჯეტიც ისევ გაწეწვის კანდიდატია. ისე, როგორც ქალაქის კუთვნილი მიწები, ამ ბიზნესმენთა მიერ უპრეცედენტოდ იაფად ნაყიდ - მითისებული.

ქალაქს და მის რიგით მოქალაქეებს ეს კლანი სასიკეთოს არაფერს უქადის, რადგან ის ტრადიციულად ყველა თემას დაესაკუთრება. წესიერი მოქალაქის ბიზნესებისთვის მათ გვერდით ადგილი არ რჩება - მათი სიძლიერე გამორიცხავს კონკურენტიან გარემოს და პირიქით, კონკურენტუნარიან დაბალანსებულ გარემოში ისინი ძალას დაკარგავენ.

ფოთელებმა კარგად იციან, არანაირი სიკეთე ამ ხალხისგან ქალაქს, გარდა თევზის მყრალი სუნისა, არ ქონია და ვერ ექნება. მეტიც, ამ ბიზნესჯგუფის წარმომადგენელთა მიერ როლანდ ახალაიას სასარგებლოდ შეცვლილმა ჩვენებამ არ მისცა გამოძიებას ობიექტურად წარმართვის საშუალება .
ნუთუ ვინმესთვის ასახსნელია, რომ „ოცნების“ პოლიტიკის მიერ გათავისუფლებული ბიზნესები ამ თავისუფლებას ქვეყნის პოლიტიკური პროცესის ასარევად იყენებენ.

„ოცნებისგან“ ამომრჩეველს ქონდა ერთადერთი მოლოდინი - ნომენკლატურისა და ბიზნესწრეების ვიწროჯგუფური ფინანსური ინტერესების პოლიტიკაში აღრევის პროცესს ბოლო უნდა მოღებოდა.

სხვანაირად დასაქმების დაპირება ფუჭია და ვერც ეკონომიკა გაუმჯობესდება.
ოცნებამ ამომრჩევლების მოლოდინები ვერ გაამართლა, ყოველ შემთხვევაში, ფოთში ასეა.

ამდენად, მე - ლელა ებრალიძე აუცილებლად ვიბრძოლებ ფოთისთვის, რაც პოლიტიკისა და ბიზნესის ქვეყნის მომავლისთვის საზიანო გარიგებების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიხატება.

მე და ჩემნაირებს გვაქვს ამის უფლება, რადგან ჩვენ პირველი დღიდან ბოლო წუთამდე ვიდექით „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთვის“ - ნათქვამია წერილში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა