საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, უშიშროების საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიასთან და უფროს ვაჟთან ედუარდთან ერთად, ქუთაისი
დაათვალიერა. პრეზიდენტი და მისი თანმხლები პირები რუსთაველისა და თეთრ ხიდებზე იმყოფებოდნენ.
ამის შესახებ ,,ნიუსპრესის“ ქუთაისის კორესპონდენტი თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება.
მიხეილ სააკაშვილის ქუთაისში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დილიდან ვრცელდებოდა, თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ის არ დაადასტურეს.
ქუთაისში გარკვეული დროით გადაკეტილი იყო ავტოქარხნისა და ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიები. მთელ ამ პერიმეტრზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები.

















