საპარლამენტო ფრაქცია ქრისტიან დემოკრატების თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს შეიარაღების გაძლიერება
მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო კანონმდებლოს დონეზე მოხდება და ამას ამერიკის შეერთებული შტატები ფარულად არ გააკეთებს.
"საქართველოს შეიარაღების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო დონეზე დადგენილი სტანდარტებით მოხდება და ამას ამერიკის შეერთებული შტატები ფარულად არ გააკეთებს. ეს მოხდება ღიად, როგორი განცხადებაც იყო ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მხრიდან" - განუცხადა ნიუსპრეს გიორგი ახვლედიანმა.
მისივე თქმით რადგან ამერიკის შეერთებული შტატები თვლის რომ საქართველოს თავდაცვის უნარიანობაზე ზრუნვა ამერიკის საქმეა, ეს ნიშნავს რომ აშშ ხმამაღლა აცხადებს -" რომ საქართველო აღარ არის რუსეთის გავლენის სფერო და ცივილიზებული სამყაროს ოჯახის წევრი ხდება".
რაც შეეხება ვლადიმერ პუტინის განცხადების კომენტირებას, გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს რომ პუტინს მსგავსი განცხადებები პირველად არ გაუკეთებია. "მან სხვა დროსაც განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში ერთი ადამიანი უშლის ხელს - ეს მისი ჩვეულებრივი ფრაზები და საუბრის ტექნოლოგიაა" - აღნიშნა ახვლედიანმა.
რუსეთის პრემიერმინისტრმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით აშშ-ს ქმედებას შეცდომა უწოდა და თბილისი კიდევ ერთხელ გააფრთხილა დიდი აგრესიისგან თავი შეიკავოს.

















