საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ქუთაისში მშენებარე პარლამენტის ტერიტორიაზე დამხმარე ნაგებობის ხარაჩოს ჩამონგრევის
ფაქტის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„როგორც მოგეხსენებათ, მოხდა ტრაგიკული ფაქტი. ქუთაისში მშენებარე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოინგრა დამხმარე ნაგებობის ხარაჩო, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი, რამდენიმე დაშავდა. ღრმა მწუხარებას ვუცხადებ და ვუთანაგრძნობ გარდაცვილილის ოჯახს. მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი დეტალურად უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილნი“ - აღნიშნავს ბაქრაძე.
ქუთაისში მშენებარე პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის ხარაჩო დღეს ჩამოიშალა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფაქტზე გამოძიება პრეზიდენტმაც მოითხოვა.

















