საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი
ქუთაისში პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მომხდარი ჩამონგრევის გამო პასუხისმგებლობას პრეზიდენტს აკისრებს.
იგი ჩამონგრევის შედეგად დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ ზურაბიშვილის განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„სააკაშვილი, რომ ლაპარაკობს პასუხისმგებლობაზე, პირველი პასუხისგებლობა მასზეა, რომ გამოაცხადა „თუ დროზე არ დაამთავრებენო ნახავენ რასაც ნახავენო“... უშუალოდ მისი პირდაპირი ბრძანების შედეგია, რაც მოხდა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნამდვილად უნდა დაისვას“ - განაცხადა ექს-მინისტრმა.
მისი თქმით, ეს პარლამენტის ქუთაისის შენობასთან დაკავშირებული უკვე მეორე უბედური შემთხვევაა. ზურაბიშვილმა პარლამენტის შენობის ადგილზე მეორე მსოფლიო ომის მემორიალის აფეთქების დროს ორი ადმიანის, მათ შორის, ბავშვის დაღუპვის ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ესეც პრეზიდენტის პირდაპირი ბრძანების შედეგი იყო.
განცხადების დასასრულს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კითხვას სვამს და ინტერესდება - ვინ შევა არჩეული პარლამენტიდან ამ სისხლიან შენობაში?

















