logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სააკაშვილი - დიმიტრი შაშკინმა და ყველა ჩვენგანმა ბავშვები სკოლაში დავაბრუნეთ
სააკაშვილი - დიმიტრი შაშკინმა და ყველა ჩვენგანმა ბავშვები სკოლაში დავაბრუნეთ
20:05 07.06.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, განათლების სამინისტროს მიერ 7 წლის წინ დანერგილმა ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა უნივერსიტეტებში კორუფციის მაჩვენებელი ნულამდე დაიყვანა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა მასწავლებლებთან შეხვედრისას აღნიშნა, გამოცდების შემოღება დიდი მიღწევა და ამავე დროს, რეფორმების დასაწყისი იყო.
„მაშინ სხვა გამოსავალი არ გვქონდა. სკოლები უმძიმეს მდგომარეობაში იყო. სკოლებში პედაგოგს ხელფასი 28 ლარი ჰქონდა, არ იყო გათბობა, ბევრგან არ იყო ფანჯრები. კარგად იცით რა მდგომარეობაში იყო სკოლები, თუმცა, ბევრი კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები მხოლოდ ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებოდნენ. ამ ფაქტმა სკოლების დაცარიელება გამოიწვია, რაც განათლების ახალ მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად შეიცვალა.
„დიმიტრი შაშკინმა და ყველა ჩვენგანმა ბავშვები სკოლაში დავაბრუნეთ. ამ მანდატით მოვიყვანე ეს კაცი. პირველი ჩვენი ამოცანა სწორედ ბავშვების სკოლაში დაბრუნება იყო. ფსევდოლიბერალური მიდგომით, რომ ბავშვმა რაც უნდა ის აკეთოს, არაფერი გამოვა. ბავშვს უნდა დაძალება, რომ ისწავლოს“ – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე განმარტებით, თავისით არაფერი განვითარდება, რადგან ყველგან განვითარების შესაბამისი პოლიტიკაა საჭირო.
„ამიტომ, სკოლაში ატესტატები დავაბრუნეთ. მანამდე კი, დავაბრუნეთ მედლები, წახალისების სისტემა, ოლიმპიადები. ასევე, სკოლებში საატესტატო გამოცდები დავაბრუნეთ“- განმარტა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო მხოლოდ მშენებლობით, ტურიზმით და მომსახურების სექტორით ვერ განვითარდება.
„თუ ჩვენ ახალი ინდუსტრიები, ახალი საწარმოები არ შევქმენით, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა თავისუფალი ვაჭრობა გამოცხადდა, ვერ განვვითარდებით. ჩვენი პროდუქტი მსოფლიოში გადასახადების გარეშე შევა“- აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე ინფორმაციით, ამ ყველაფრის მიღწევა განათლებიდან იწყება, სწორედ ამიტომ შეიქმნა სკოლებში საატესტატო გამოცდები.
პრეზიდენტმა პედაგოგებს სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში, მათი ხელფასი 1 000-დან 1 500 ლარამდე გაიზრდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა