საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სტუდენტების 25% უფასოდ ისწავლის.
როგორც სააკაშვილმა მასწავლებლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ამერიკელებთან ერთად შენდება, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე საუკეთესო იქნება და სხვა უნივერსიტეტებისთვის სდანდარტს შექმნის.
„ყველაზე ნიჭიერი ქართველები, რომლებსაც საშუალება არა აქვთ, ტექნიკურ უნივერსიტეტში უფასოდ მიიღებენ განათლებას. ეს ამერიკელების მოთხოვნაც იყო და ჩვენ რა თქმა უნდა ამას ვემხრობით“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, საქართველოში ვიზიტის დროს, ყველაზე მეტი ქართველ ახალგაზრდებზე ისაუბრა.
„მუმიები და მაჯლაჯუნები კი არ უნდა ამოძვრნენ თავისი პოლიტიკური საფლავებიდან და მოაჯდნენ და მოასკუპდნენ ისევ ყველაფერს“ - განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ, არამედ, როგორც კლინტონმა აღნიშნა, საქართველოს ახალგაზრდობის მიერ ენთუზიაზმით შექმნილი რეალობა უნდა გაგრძელდეს.

















