"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მიერ 2011 წლის დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ შემუშავებულ პეტიციას მხარს უჭერს.
ინფორმაცია "ნიუსპრესს" პარტიის პრესსამსახურმა აცნობა.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, უკანონო ფუნქციებს აკისრებს საქართველოს კონტროლის პალატას, აუარესებს საარჩევნო გარემოს, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და უშუალო საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს" - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობის" განცხადების თანახმად, ყოველივე ზემოთხსენებული ეს კიდევ ერთხელ ადატურებს, რომ ხელისუფლებას არ სურს საქართველოში რეალური დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება და საკუთარი ავტორიტარული რეჟიმის შესანარჩუნებლად ყველა უკანონო და უსამართლო მეთოდს გამოიყენებს.

















