"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თვამჯდომარე თამაზ ბაკურიძე
სასჯელაღსრულების სამინისტროს გულგრილობაში ადანაშაულებს.
იგი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და პატიმარ ზურაბ დელიანიძის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას მოითხოვს.
მიმდინარე წლის 1 მაისს, გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქობულეთელი, 39 წლის ზურაბ დელიანიძე გარდაიცვალა.
ოჯახის წევრები ვარაუდობდნენ, რომ პატიმარი წამების შედეგად იქნა მოკლული, თუმცა, დამოუკიდებელმა ექსპერტმა დაადგინა, რომ დელიანიძეს სხეულზე დაზიანებები ნაწოლებისგან ჰქონდა. გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, სასჯელარსრულების სამინისტრომ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, პატიმარი ვენერიული დაავადების გამო გარდაიცვალა.
"ნიუსპრესის" ბათუმის ბიუროს კორესპონდენტს გარდაცვლილის მეუღლემ ქეთინო დელიანიძემ განუცხადა, რომ გამოძება უკვე დაწყებულია, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა იგი დაკითხეს.
თამაზ ბაკურიძე მიიჩნევს, რომ პატიმარს ციხეში არასათანადოდ უვლიდნენ, იგი გულგრილობასა და უყურადღებობაში მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს ადანაშაულებს. ბაკურიძის თქმით, კალმახელიძის მინისტრობის დროს ციხეებში პატიმართა გარდაცვალების ფაქტებმა იმატა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში არსებული18 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, 2 ათასი პატიმარი სიკვდილის პირასაა.

















