პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ვაშინგტონში სენატორ ჯონ მაკკეინს, კონგრესმენ დევიდ დრეიერს და კონგრესმენ ბილ შუსტეს შეხვდა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, ირაკლი ალასანიამ მათ საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
„მთელი ეს შეხვედრა დაეთმო იმას, თუ როგორ უნდა ჩატარდეს სამართლიანი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანაში და როგორ უნდა განხორციელდეს პირველად, 20 წლის განმავლობაში მშვიდობიანი არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება“- განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, ის იმედოვნებს, რომ სენატორი საქართველოში არჩევნებამდე ჩამოვა.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, სენატორის მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანაში ის ინსტიტუტები შედგეს, რომლის შექმნაშიც ის 20 წლის განმავლობაში საქართველოს ეხმარებოდა.

















