თურქმა სამართალდამცავებმა ქალაქ ბურსაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 5 ქართველი ქალბატონი პროსტიტუციაშია ეჭვმიტანილი. ისინი არალეგალურ საქმიანობას ბურსას ერთ-ერთ სასტუმროში ეწეოდნენ.
ქართველებთან ერთად, დაკავებულია თურქეთის 4 მოქალაქეც, რომლებსაც სავარაუდოდ, ბრალს პროსტიტუციის მიზნით ვაჭრობაში ჩართვისთვის წაუყენებენ.
საქართველოს მოქალაქეები დაკითხვის შემდეგ გირაოთი გაათვისუფლეს.

















