დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-20 რაუნდი იწყება. შეხვედრაში მონაწილეობისთვის საქართველოს ოფიციალური დელეგაცია ჟენევაში საგარეო საქმეთა მინისტრის
მოდგილის სერგი კაპანაძის ხელმძღვანელობით იმყოფება.
დელეგაციის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია შედიან.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ჟენევაში პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში, ქართული მხარე კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობას, ასევე, დასვამს საკითხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობის შესახებ.
მეორე სამუშაო ჯგუფი კი - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონებიდან იძილებითი გადაადგილებული პირებისა და დევნილების საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ფუნდამენტური უფლების უზრუნველყოფისთვის აუცილებელ პირობებზე იმსჯელებს.
ჯგუფი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე თვისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასაც განიხილავს.

















