უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ხვალ კახეთში გაემგზავრება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ბაქრაძე სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანს ეწვევა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.
პარლამენტის სპიკერი სიღნაღშიც ჩავა და სიღნაღელებს შეხვდება.

















