logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ეკა გიგაური - კლინტონის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი უსაფრთხოებისა და დემოკრატიის დაკავშირებაა
ეკა გიგაური - კლინტონის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი უსაფრთხოებისა და დემოკრატიის დაკავშირებაა
17:29 06.06.2012
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებებში მნიშვნელოვანი გზავნილი უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ურთიერთდაკავშირება იყო.  ამის შესახებ „ნიუსპრესთან“ საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

გიგაურის თქმით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს უსაფრთხოება ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებთან იქნება კავშირში.

„თუ გვინდა, რომ საქართველო უსაფრთხო და სტაბილური ქვეყანა იყოს, დემოკრატული ინსტიტუტების გაძლიერება აუცილებელია“ - განაცხადა გიგაურმა და აღნიშნა, რომ ამისთვის ხელისუფლებამ თავისუფალი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია თავისუფალი მედიაგარემოს შექმნა. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანიაში „ეს შენ გეხება“ პირველ ადგილზე მედიაგარემოს გაუმჯობესება დგას.

„იმისთვის, რომ საზოგადოებამ ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს, აუცილებელია, მან ინფორმაცია სხვადასხვა საინფორმაციო არხიდან მიიღოს. სხვა შემთხვევაში, რთული იქნება თქმა, რომ არჩევნები დემოკრატიული და თავისუფალი იყო“ - აღნიშნა მან.

გიგაური მიიჩნევს, რომ შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ვინაიდან ამ არჩევნებით ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, სურს თუ არა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გააქტიურება.

მისი აზრით, სახელმწიფო მდივანმა აქცენტი სწორედ ამ საკითხებზე გააკეთა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა