პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის (ICG) პრეზიდენტს ლუის არბოს შეხვდა.
შეხვედრას კოალიციის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.
როგორც „ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი ქართულ-რუსულ ურთიერთობებს შეეხო, ასევე იმას, თუ რა პოლიტიკით მოდის „ქართული ოცნება“ და როგორ ხედავს ბიძინა ივანიშვილი მძიმე მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანის შესაძლებლობებს.
მისივე თქმით, ICG კონფლიქტებზე მომუშავე ორგანიზაციაა და აინტერესებს „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერის ხედვები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით.
„საკმაოდ დაინტერესო საუბარი შედგა. დეტალურად ვისაუბრეთ ამ პოლიტიკაზე. ვფიქრობ, რომ მსგავს დისკუსიებში, სწორედ ასეთ ორგანიზაციებთან პარტნიორობით აქვს საქართველოს შესაძლებლობა, რომ რეალურ შედეგებამდე რაც შეიძლება სწრაფად მივიდეთ“-აღნიშნა ხიდაშელმა.

















