2013 წელს ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაბარების მნიშვნელობის შესახებ,
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ ბათუმში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.
სავარაუდოდ, ამ საკითხზე შეფასებები და კომენტარები ხვალ გაკეთდება.
როგორც კლინტონმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია 2013 წელს ძალაუფლების დემოკრატიულად გადაცემა მოხდეს.
სახელმწიფო მდივანმა, ასევე, აღნიშნა, რომ მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის დემოკრატიის პროცესში მიღწეული პროგრესის ინდიკატორი იქნება.

















