logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სააკაშვილი - საქართველოს ხელისუფლებას აქვს მტკიცე ნება ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს
სააკაშვილი - საქართველოს ხელისუფლებას აქვს მტკიცე ნება ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს
18:31 05.06.2012
საქართველოს ხელისუფლებას აქვს მტკიცე ნება მიმდინარე წელს, ოქტომბერში ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს.  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხის დემოკრატიისადმი მხარდაჭერა ურყევია, იგი „ვარდების რევოლუციის“ დროს გამოიხატა და დღესაც იგრძნობა.
„ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები ქართველი ერის თავისუფალ ნებას წარმოაჩენს. მივესალმები თქვენს სწრაფ გამოხმაურებას ჩვენს მოთხოვნაზე არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების გამოგზავნასთან დაკავშირებით“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მან მადლიერება გამოხატა აშშ-ს მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„დღეს საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც სწრაფად ვითარდება ევროკავშირისა და ნატოსკენ და ეს უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის ნების, სიმამაცის დამსახურებაა, მაგრამ აშშ-ს მხარდაჭერა მთელი ამ 20 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ამერიკის პრეზიდენტის ბარაქ ობამას და სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მხარდაჭერა ბოლო პერიოდში იყო ფუნდამენტალური ფაქტორი ჩვენი გადარჩენისა და წარმატებისთვის“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ამერიკის ასეთმა პოლიტიკამ საშუალება მისცა ქართულ დემოკრატიას უდიდესი დაბრკოლებები გადაელახა და შთამბეჭდავი შედეგებისთვის მიეღწია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა