სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დღეს, ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს, იერუსალიმის მერსა და ქნესეთის თავმჯდომარეს რეუვენ რივლინს შეხვდება.
დღესვე საქართველოს ეკლესიის დელეგაცია სიონის წმინდა მთაზე გაემგზავრება და წმინდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითის საფლავს მოილოცავს რის შემდეგაც დელეგაცია ჰერცელის მთაზე იად ვაშემის მუზეუმს დაათვალიერებს.
გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრა ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებთან გამართა.
საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი წმინდა მიწაზე კიდევ 2 დღე გაგრძელდება.

















