logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გიგი წერეთელი ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის აშშ-ში გამარტივებული გამგზავრების ინიციატივას მიესალმება
გიგი წერეთელი ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის აშშ-ში გამარტივებული გამგზავრების ინიციატივას მიესალმება
15:03 05.06.2012
ქართული მხარე მოხარული იქნება, თუ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას უცხოეთში, მათ შორის აშშ–ში გამგზავრება შეეძლება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა გიგი წერეთელმა აშშ–ს სახელმწიფო მდივნის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
კლინტონმა დღეს ბათუმში სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისთვის შეერთებულ შტატებში ჩასვლის გამარტივების შესახებ ისაუბრა.
„მოხარული ვიქნებით, თუ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები ჩართული იქნებიან ძალიან ბევრ პროცესში, მათ შორის შეეძლებათ უცხოეთში გამგზავრება, აქ არ არის საუბარი სეპარატისტებზე“ - განაცხადა წერეთელმა.
მისი თქმით, კლინტონის განცხადება ეხმიანება და თანხვედრაშია საქართველოს ხელისუფლების მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო სტრატეგიასთან ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ - „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“. 
„აშშ მხარს უჭერს ამ სტრატეგიას, რომელიც გულისხმობს ადამიანებისთვის განვითარების საშუალების მიცემას, როგორც ეკონომიკური კუთხით, ისე განათლების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს უფრო თავისუფალ გადაადგილებასაც“ – განაცხადა წერეთელმა.
მან მაგალითად მოიყვანა სახელმწიფოს მიერ მომზადებული ე.წ. ნეიტრალური პასპორტები.
„შეიქმნა მექანიზმი იმისთვის, რომ არსებობდეს დამატებითი ელემენტები თავისუფალი გადადგილებისთვის და სამოქალაქო უფლებების განხორციელებისთვის“ – აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.
ამასთანავე, წერეთელი აცხადებს, რომ თუ ვინმე კლინტონის განცხადებას აღიქვამს როგორც სეპარატისტული რეგონების არაპირდაპირ აღიარებას, ეს იქნება ტერმინებისა და პოზიციების სრული აღრევა.
წერეთლის თქმით, აშშ-ს ყველა, მათ შორის სახელმწიფო მდივნის დღევანდელი განცხადება მკაფიოდ საუბრობს რუსეთის ვალდებულებებზე, დეოკუპაციასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე.
როგორც ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, ის დღეს გამოაცხადებს იმ ეტაპებს, რომელიც სეპარატისტული რეგიონების სოფლების მაცხოვრებლებს აშშ–ში ვიზიტს გაუადვილებს, რაც კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა