logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ხუხაშვილი - კლინტონთან შეხვედრაზე სასურველი იყო ოპოზიციის ფართო სპექტრი ყოფილიყო წარმოდგენილი
ხუხაშვილი - კლინტონთან შეხვედრაზე სასურველი იყო ოპოზიციის ფართო სპექტრი ყოფილიყო წარმოდგენილი
13:58 05.06.2012
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საქართველოში აშშ-ს საელჩოსთვის მიმართვა დეკლარაციული ხასიათის იყო.
როგორც ხუხაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, კოალიცია ჰილარი კლინტონთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას მოითხოვდა და ეს ნორმალურია.
„როდესაც შეხვედრაში სამი პოლიტიკური ერთეული მონაწილეობს, საიდანაც ორი ფაქტიურად ხელისუფლებაშია ინტეგრირებული, მსგავსი ტიპის შეხვედრაში პირადად ივანიშვილის მხრიდან მონაწილეობა გაუგებარი იქნებოდა“ - განმარტა ხუხაშვილმა.
მისი თქმით, ივანიშვილი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს თავის სახელებს არქმევს და რაც მთავარია, ამას აგრესიული ფორმით არ აკეთებს.
„მე მის მოსაზრებებს ვიზიარებ, თუმცა, აშშ-ს ფაქტორის მიმართ პატივისცემიდან გამომდინარე, კოალიცია ამ შეხვედრაზე წარმოდგენილია. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ამერიკელებიც გაგებით ეკიდებიან“ - აღნიშნა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ექსპერტმა განმარტა, რომ კლინტონთან შეხვედრაზე სასურველი იყო ოპოზიციის ფართო სპექტრი ყოფილიყო წარმოდგენილი.
„ჰილარი კლინტონის ვიზიტის პროტოკოლური ნაწილის დაგეგმვაში საქართველოს ხელისუფლებაც მონაწილეობდა. მათზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული ამ შეხვედრაზე კოალიციის წარმოდგენის საკითხი, ხელისუფლება ამის წინააღმდეგი იქნებოდა, მაგრამ საამისოდ არგუმენტები არ ჰქონდათ“ - განაცხადა ხუხაშვილმა და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში, ისინი მაგალითად, კახა კუკავასა და ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრაზე გააკეთებდნენ აქცენტს, მაგრამ ამაზე ხელისუფლების მოთხოვნის წილი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ჰილარი კლინტონის სურვილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა