logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ნიკა გილაური - აშშ-ს როლი უაღრესად მნიშვნელოვანია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციისთვის
ნიკა გილაური - აშშ-ს როლი უაღრესად მნიშვნელოვანია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციისთვის
11:21 05.06.2012
ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე სამხედრო ძალების სიდიდით საქართველო ნატო-ს მეორე არაწევრი ქვეყანაა, მალე კი - არაწევრი პირველი კონტრიბუტორი გახდება.  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში გამართულ მესამე პლენარული სხდომაზე განაცხადა.
მან აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო მადლიერია შეერთებული შტატების მიერ მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთილიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განვითარებაში, რაც გამოიხატება იმაში, რომ ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე სამხედრო ძალების სიდიდით ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა ვართ, მალე კი ნატო-ს არაწევრი პირველი კონტრიბუტორი ქვეყანა გავხდებით“- განაცხადა გილაურმა და იმედი გამოთქვა, რომ იმ ვითარებაში, როცა საქართველოს ტერიტორიის 20% ჩრდილოელი მეზობლის უკანონო სამხედრო ოკუპაციის ქვეშ რჩება, საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაზოგავს ძალებს მშვიდობიანი გზით სამართლიანობის აღდგენის მხარდაჭერისთვის.
მისივე თქმით, განსაკუთრებით დასაფასებელია ქარტიის სამუშაო ჯგუფებში მიღწეული ის პრაქტიკული შედეგები, რომლებიც ორიენტიურებულია მოქალაქეთა კეთილდღეობაზე და ორი ქვეყნის ერებს აახლოებს.
„ამ მხრივ განსაკუთრებით დასაფასებელია აშშ-ს მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეთა რამდენიმე კატეგორიისთვის ვიზების ხანგრძლივობის გაზრდასთან დაკავშირებით. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა და ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯები გადაიდგმევა უახლოეს მომავალში“- აღნიშნა გილაურმა.
მისივე თქმით, აშშ-ს როლი უაღრესად მნიშვნელოვანია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციისთვის.
როგორც გილაურმა აღნიშნა, აშშ-ს საქართველოსადმი ურყევი მხარდაჭერა მრავალჯერ იყო დემონსტირირებული როგორც სახელმწიფო მდივნის, ასევე აშშ-ს სხვა ოფიციალური პირების მიერ.
მან აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჩიკაგოს სამიტზე კონსტრუქციული პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო როგორც ასპირანტი ქვეყანა, ნატოს წევრობისაკენ გზას კვლავ გააგრძელებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა