ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის,
ვიცე პრემიერის გიორგი ბარამიძის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად მოლდოვაში გაემგზავრა.
როგორც „ნიუსპრესს“ ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვარშავის სამიტის შემდეგ გატარებულ რეფორმებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკას განიხილავენ.
მინისტერიალის ფარგლებში, დაგეგმილია აღმოსავლეთ პარტნიორობის 2013 წლის სამიტამდე განსახორციელებელი ღონისძიებების განხილვა.
მინისტერიალში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ვიცე პრემიერ-მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები და მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ.
ევროკავშირის მხრიდან მინისტერიალის სხდომაში გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისარი შტეფან ფულე მონაწილეობს.

















