უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა რამდენიმე საკითხზე რეაგირება მოსთხოვეს, რაზეც დადებითი პასუხი მიიღეს.
„ქართული ოცნების“ მოთხოვნა იყო - გამჭვირვალე კომუნიკაცია, კომისიის მიერ დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, რეკომენდაციის წერილობითი ფორმით გაცემა, რათა საარჩევნო კოდექსის თანახმად, გონივრულ ვადაში გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, ასევე, აღმოიფხვრას დარღვევა და პასუხისგებაში მიეცეს დამნაშავე.
კოალიციის წევრები უწყებათაშორის კომისიას მომავალში ინფორმაციას მყისიერად მიაწვდიან მოქალაქეებზე, რომლებსაც პოლიტიკური შეხედულებების გამო, პრობლემები შეექმნებათ.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ რა ვადაში უპასუხებს კომისია, მისი წევრების განცხადებით, პოზიციის შესაჯერებლად დამატებითი დროა საჭირო.
როგორც ცნობილია, ხელისუფლების მხრიდან კომისიის წევრებს შორის არიან - უშიშროების საბჭოს მდივანი გიორგი ბოკერია, შს მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.

















