პირობით მსჯავრდებულებს გარკვეული შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობა უკვე დღეიდან აქვთ.
აღნიშნულის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებები შევიდა.
ცვლილებების თანახმად, ამ შეღავათებით ის პრობაციონერები ისარგებლებენ, რომლებსაც სურთ პრობაციის ხანმოკლე პერიოდი, არაუმეტეს 3 თვისა, მათთვის სასურველ შესაბამის ბიუროში გაიარონ.
პირობით მსჯავრდებულთა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო სიახლეებზე სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დღეს, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული უფლების მისაღებად მსჯავრდებულს შეუძლია საქმის მწარმოებელ ბიუროში ერთი დღით ადრე შეიტანოს განცხადება. შემდეგ კი, მსჯავრდებული უკვე საკუთარ განცხადებაში მითითებულ პრობაციის ოფისში წარსდგება.

















