ბათუმის მერის რობერტ ჩხაიძის განცხადებით, აზიზიეს მეჩეთი ქართველ მეომართა საფლავის მიმდებარე ტერიტორიაზე არ აშენდება.
"მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით იუნკერთა საფლავი გმირთა სასაფლაოს შესაფერისად მოეწყობა და ამისთვის სპეციალური კონკურსი გამოცხადდება, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მხატვარსა და არქიტექტორს შეეძლება" - განაცხადა რობერტ ჩხაიძემ.
მისივე თქმით მეჩეთის ასაშენებლად ტერიტორია ჯერ არ შერჩეულა. ადგილის გამოყოფა ქალაქის საკრებულოსა და მერიის გადაწყვეტილებით მოხდება. "თუმცა ეს მხოლოდ მას შემდეგ გადაწყდება, რაც სახელმწიფოთა შორის მოლაპარაკებები დასრულდება" - აღნიშნა ჩხაიძემ.

















