საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის სასკოლო სახელმძღვანელოებში, ბათუმის თურქეთის ტერიტორიად მოხსენიების საკითხს სწავლობს.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშკიძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
ვაშაკიძის შეფასებით, საქართველოში ვიზიტით მყოფმა თურქეთის ვიცე-პრემიერმა აღნიშნულ საკითხზე საკმაოდ კორექტული და სწორი რეაგირება მოხდინა.
„რეალობა საკითხის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟის ტემპერატურას ნაკლებად შეესაბამება“-განაცხადა ვაშაკიძემ და აღნიშნა, რომ ვიდრე უფრო სრული ინფორმაცია არ ექნება, დეტალებზე საუბრისგან თავს შეიკავებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის მე-11 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ბათუმი საქართველოს მიერ ოკუპირებულ თურქეთის ტერიტორიადაა მოხსენებული.

















