ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრის დეტალები და ფორმატი
დღეს სღამოს გახდება ცნობილი.
ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ჰილარი კლინტონის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენაა, კოალიციამ სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის მოთხოვნით, აშშ-ს საელჩოს მიმართა და მოსაწვევი მიიღო.
„სავარაუდოდ, დღეს, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი რა ფორმით, ფორმატითა და შემადგენლობით შედგება შეხვედრა ჰილარი კლინტონთან. ამასთან დაკავშირებით, დღის მეორე ნახევარში დამატებითი განცხადება გაკეთდება“ - განაცხადა პრესსპიკერმა.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, კლინტონი მონაწილეობას მიიღებს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სხდომაში, რაც, მისი თქმით, ხაზს უსვამს ამ ქარტიის მნიშვნელობას, რადგან მისი მთვარი პრიორიტეტი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში სომხეთიდან დღეს საღმოს ჩამოფრინდება.

















