აშშ-სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში ხვალ საღამოს ჩამოვა, ხოლო ოფიციალურ შეხვედრებს 5 ივნისს დილიდან დაიწყებს. ამის შესახებ
„ნიუსპრესს“ საქართველოში აშშ-ს საელჩოში განუცხადეს.
5- ივნისს ჰილარი კლინტონი პირისპირ შეხვდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ნიკოლოზ გილაურს, რის შემდეგაც სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში კომისიის სხდომა გაიმართება.
გარდა ამისა, ბათუმის პორტის ნავსადგურში დაგეგმილია გემის გადაცემის ოფიციალური ცერემონია.
სახელმწიფო მდივანი ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკშვილს შეხვდება, შეხვედრის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
კლინტონი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდება, თუმცა, ჯერ არ კონკრეტდება, რომელი პარტიები არიან მიწვეული.
კლინტონი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვა და 6 ივნისს იგი უკვე აზერბაიჯანს ეწვევა.

















