logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს ევროკავშირთან მალე უვიზო მიმოსვლა ექნება
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს ევროკავშირთან მალე უვიზო მიმოსვლა ექნება
10:23 03.06.2012
მიხეილ სააკაშვილმა ევროპის კვირეულის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.
პრეზიდენტმა მათ სიტყვით მიმართა, დემოკრატიულ ფასეულობებზე ისაუბრა და საქართველოსა  და ევროკავშირს შორის მოლაპარაკების პროცესს შეეხო.
მისი თქმით, ევროპის კვირეული ყოველ წელს სულ უფრო ფართომასშტაბიანი და საინტერესო ხდება, რადგან საქართველო ევროპის შემადგენელი ნაწილია.
„მაშინ, როდესაც ხალხი ევროკავშირის დროშას უყურებდა, მას ეგონა, რომ ახალი საელჩო გაიხსნა - ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უპირველესად, ეს დროშა ავწიეთ და ბავშვებს ევროპული ჰიმნი მოვასმენინეთ“- განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტმა ევროპელი მინისტრები და სახელმწიფოების მეთაურები გააოცა და ზოგიერთმა მათგანმა ამასთან დაკავშირებით პროტესტიც გამოთქვა.
„ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ამით ვტრაბახობდით, რადგან ვერ ხვდებოდნენ თუ რატომ ფრიალებდა ეს დროშა აქ - ამ ღარიბ, სასოწარკვეთილ ქვეყანაში. 2008-09 წლებამდე საქართველოს ევროპულ პრესაში „პატარა“, „ღარიბ“ და „კორუმპირებულ“ ქვეყნად მოიხსენიებდნენ“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ახლა ევროკავშირში ინტეგრაციის გაზაზე საქართველო წინ მიიწევს ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რამდენიმე დღეში ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზების ლიბერალიზაციასა და უვიზო მიმოსვლის თაობაზე სამოქმედო გეგმაც გამოცხადდება.
მისივე განმარტებით, ევროკავშირის კვლევების თანახმად, საზღვრების კონტროლის თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა ევროპის მასშტაბით და მალე ევროკავშირთან საქართველოს უვიზო მიმოსვლა ექნება.
„უკვე დაიწყო ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.ბოლო თვეების განმავლობაში ეს სულ უფრო ხშირად მესმის ევროპელი ლიდერებისგან და ამას უკვე ჩვენც ვეჩვევით. ეს ძალიან დიდი ცვლილებაა - თაობებისა და ასწლეულების ოცნება საქართველოსთვის“- აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველო შეიცვალა და ეს ცვლილება მხოლოდ ეკონომიკურ მაჩვენებლებით არ აისახება. სააკაშვილის განმარტებით, როდესაც იგი პრეზიდენტი გახდა, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით, 1200 ამერიკულ დოლარს შეადგენდა, მაგრამ მომდევნო წლის დამლევს ამ მაჩვენებელმა 6 ათას აშშ დოლარს მიაღწია.
მისი თქმით, ეს ჯერ კიდევ დაბალი შემოსავალია, მაგრამ საქართველო ღარიბი ქვეყნების სიაში უკვე აღარაა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მაშინ სიღრიბის მაჩვენებელი 53 პროცენტი იყო, ახლა კი ის 18 პროცენტამდე შემცირდა.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოსახლეობას უკვე სამედიცინო დაზღვევა და მინიმალური სოციალური დახმარება აქვს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა