საქართველოს პრეზიდენტი დღეს ლილოში მდებარე ყველის საწარმო „ჩისკოს“ ესტუმრა.
მიხეილ სააკაშვილი საწარმოში სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად მივიდა. ის პროდუქციის დამზადების ტექნოლოგიით, საწარმოში სამუშაო ადგილების რაოდენობითა და დასაქმებულთა ანაზღაურებით დაინტერედა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს აქვს პოტენციალი, საფრანგეთისა და ჰოლანდიის მსგავსად, ყველის ექსპორტი განახორციელოს. მისი თქმით, ამ ტიპის საწარმოების განვითარება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს უმუშევრობის პრობლემას გარკვეულწილად მოაგვარებს.
„ჩისკო“ ქართულ-ავსტრიული ინვესტიციითაა აშენებული. საწარმოში 10 სახეობის ქართული ყველი მზადდება.

















