გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ თანამშრომლებზე რაიმე სახის ზეწოლას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი გამორიცხავს.
როგორც გაბაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ზეწოლის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
„ნამდვილად ვერ დავადასტურებ. თუ ასეთ რაიმეს სადმე, რაიმე კონტექსტში ადგილი აქვს, ეს აბსოლუტურად დაუშვებელია. ვთვლი, რომ ეს არ უნდა ხდებოდეს და დარწმუნებული ვარ, არც ხდება“ – განაცხადა დეპუტატმა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს მხარდაჭერა სთხოვეს და განაცხადეს, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება. ამასთან, მათ აღნიშნეს, რომ განსაკუთრებული რისკისა და საფრთხის წინაშე ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი აღმოჩნდა.

















